გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისელთა საკალათბურთო დუბლი

გააზიარეთ

საკალათბურთო სუპერლიგი მსგავსად, 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულიც ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერიის მეორე, თბილისში გამართული მატჩიც მოუგო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. რიონისპირელებმა ორი დღის წინ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში – 81:77 აჯობა მეტოქეს, მაგრამ მეორე შეხვედრაში, თანაც სტუმრად, უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 90:78.

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, მაგრამ გარდატეხის მოხდენა ვერ მოახერხა. მოგვიანებით ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიორგი ოჩხიკიძემ თანაგუნდელ გიორგი სულაბერიძესთან ერთად მედიკოსებს ამის საშუალება არ მისცა. ბოლო პერიოდში, როცა ქუთაისელთა ლიდერობა 10-ქულიან ზღვარს ჩამოსცდა, ოჩხიკიძემ საჭირო სამქულიანები ჩააგდო, რითაც თანაგუნდელებიც აიყოლია და ქუთაისი გამარჯვებამდე მშვიდობიანად მივიდა.

ოჩხიკიძემ 23 ქულით, 6 პასით და 5-5 მოხსნა-ჩაჭრით დაასრულა; სულაბერიძის ანგარიშზე 22 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა; ბაქარი ბერეკაშვილის როლიც სოლიდური იყო – 19 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი; თსსუ-ში საუკეთესო ლუკა ლურსმანაშვილი იყო – 21 ქულა, 10 მოხსნა.

მეორე ადგილზე გასული მედიკოსები მატჩის დასრულების შემდეგ ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. ოქროს მედლები გადაეცათ ქუთაისელებს, რომელთა ლიდერიც, გიორგი ოჩხიკიძე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ოჩხიკიძეს MVP-ის პრიზი, ხოლო გუნდის კაპიტან ბაქარ ბერეკაშვილს საჩემპიონო თასი სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ გადასცა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი