გამოგვიწერეთ

კალათბურთი

20 წლამდე ნაკრები ევროპისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ლატვიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოს 20 წლამდე ნაკრები ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც ერევანი უმასპინძლებს. სომხეთის დედაქალაქში 21 ნაკრები შეიკრიბება და იმ სამი საგზურისთვის იბრძოლებს, რომლებიც მომავალ წელს A დივიზიონში გადავლენ.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვეიცარია, ავსტრია, ჩრ.მაკედონია, ნიდერლანდები და დანია ჰყავს. ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.

რიგაში საქართველოს, ლატვია, ფინეთი და თურქეთი შეიკრიბებიან. ჩვენი ნაკრები ლატვიაში 30 ივნისამდე დარჩება და საერთაშორისო ტურნირის სამ მატჩთან ერთად კიდევ ორჯერ ამხანაგურად იმთამაშებს: 29 ივნისს ისრაელს, ხოლო 30-ში უკრაინას დაუპირისპირდება.

ნაკრების შემადგენლობაში 16 კალათბურთელია, საიდანაც საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის 12 უნდა დარჩეს. რიგაში ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

თემურ კაპანაძე, ლუკა კოტლიარევსკი, საბა სალაძე, თენგო გოგიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, საბა ნარიმანიძე, ავთანდილ ბახტაძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა ალავიძე, ანრი ბელთაძე, ამირან აროშიძე, გეგა წულიაია, ნიკოლოზ აბულაძე, ირაკლი ახალაია, ლუკა ბარბაქაძე, სულხან-სანა შარაშიძე.

ლატვიიდან დაბრუნებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას საქართველოში განაგრძობს. 7 ივლისს ჩვენი ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს თბილისში, ლატვიის ნაკრებთან გამართავს და იმავე საღამოს ერევანში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 9 ივლისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთს შეხვდება, ხოლო 11 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

11 ივლისი: საქართველო VS ავსტრია;

12 ივლისი: საქართველო VS შვეიცარია;

13 ივლისი:: საქართველო VS ჩრ. მაკედონია;

15 ივლისი: საქართველო VS დანია;

16 ივლისი: საქართველო VS ნიდერლანდები;

ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში საქართველო ფლეი ოფის მატჩს 18 ივლისს ითამაშებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი