გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისმა სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

გააზიარეთ

საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩს გასული სეზონის ჩემპიონი ქუთაისი ორი საშინაო მარცხით შეხვდა. არადა, რიონისპირელებმა რეგულარული სეზონი მოიგეს და მოედნის უპირატესობას ფლობდნენ. დღევანდელი წაგებით ჩემპიონები ტიტულს მეტოქეს დაუთმობდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რათა ასე არ მომხდარიყო – კოტე ტუღუშის გუნდმა 81:67 მოიგო.

პირველი მეოთხედი თსუ-ს დარჩა და ლექსო ლაფანაშვილის გუნდს რვაქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ქუთაისმა დიდ შესვენებამდე სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს ხუთი ქულით თავად ლიდერობდა.

ბოლო მეოთხედში ოჩხიკიძის ზედიზედ რვა ქულას ბექაურისა და ბერიშვილის სამქულიანები დაემატა და ქუთაისი ოთხი წუთით ადრე უკვე 13 ქულას იგებდა.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა… დარჩენილ დროში ვითარება არ დაძაბულა და იმერლებმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო მექულე გიორგი ოჩხიკიძე გახდა (24 ქულა); ჩინებული თამაში ჰქონდათ მიხეილ ბერიშვილსა (20 ქულა, 8 მოხსნა) და გიორგი კორსანტიას (19 ქულა, 9 მოხსნა); თსუ-ს კალათბურთელთაგან 10 ქულიან ზღვარს ორი კალათბურთელი ასცდა – ალექსანდრე ფევაძე (16 ქულა, 10 მოხსნა) და გიორგი ცინცაძე (13 ქულა).

მეოთხე მატჩს, 27 მაისს, ისევ თბილისი უმასპინძლებს. თუ თსუ მოიგებს, ჩემპიონი გახდება, ტუღუშის გუნდის გამარჯვების გამარჯვების შემთხვევაში კი, მეხუთე, დასკვნით თამაშს ქუთაისი უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი