გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევროლიგას ახალი ტრიუმფატორი ჰყავს

გააზიარეთ

ევროლიგის ოთხთა ფინალი ფენერბახჩეს ტრიუმფით დასრულდა – თურქებმა ფინალი დაძაბულ ბრძოლაში, 80-71 მოიგეს.

ფენერბახჩეს მეტოქე ფინალში მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწვრთნილი მონაკო იყო, რომელსაც საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა ფენერბახჩეს წინააღმდეგ ისინი ვერაფერს გახდნენ – ნიგელ ჰეიესის (23 ქულა, 9 მოხსნა) და მარკო გუდურიჩის (19 ქულა, 6 მოხსნა) ლიდერობით თურქები ტიტულს ხანგრძლივი პაუზის შემდგომ დაეუფლნენ.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ორი ტრადიციული ბერძნული გრანდის დაპირისპირება ვიხილეთ – ოლიმპიაკოსისა და პანაითაიკოსის თამაში საკმაოდ უხვქულიანი აღმოჩნდა და ოლიმპიაკოსის გამარჯვებით, 97-93 დასრულდა. მათი მხრიდან გამორჩეული საჟა ვეზენკოვი (23 ქულა, 2 მოხსნა) და ალეკ პიტერსი (32 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი