გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ყველაფერი შეთანხმებულია – რაშფორდი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

გააზიარეთ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ, მარკუს რაშფორდი კარიერას კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებს!

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ინგლისელი შემტევი ბლაუგრანას მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარის წესით შეუერთდა, საიჯარო ხელშეკრულებას კი გამოსყიდვის უფლება ექნება.

რაშფორდს მთელი ზაფხულის განმავლობაში ბარსელონაში თამაში სურდა, მან ყველა სხვა შეთავაზება დაბლოკა. თავის მხრივ, ტრანსფერი ესპანელებსაც სურდათ, თუმცა ხელსაყრელი გარიგების მიღწევას ცდილობდნენ.

კატალონიელებს ლუის დიასის გაფორმება სურდათ, თუმცა მისი ტრანსფერი ზედმეტად ძვირი ჯდებოდა, თანაც კოლუმბიელის ყიდვას მიუნხენის ბაიერნი უახლოვდება.

ბარსელონამ რაშფორდის სამედიცინო შემოწმება უახლოესი დღეებისთვის ჩანიშნა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები