გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ახალ წელს მონტობანთან ჯახით დაიწყებს

გააზიარეთ

2026 წლის სარაგბო სეზონს ქართული გუნდებიდან შავი ლომი ხსნის. ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში საფრანგეთში ტოპ 14-ის მონტობანს ეწვევა და 10 იანვარს, 17:00 საათზე შეერკინება.

მონტობანი 1903 წელს დაარსდა, საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად 1966-67წლების სეზონში ითამაშა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. არსებობის ისტორიაში მონტობანს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში სულ რვაჯერ უთამაშია.

გუნდი უმეტესად საფრანგეთის მეორე დივიზიონის, პრო დე 2-ის ბინადარი იყო და ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2001, 2006 და 2025 წლებში. 2010 წელს მონტობანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ჯერ ტოპ 14-დან პრო დე 2-ში დააქვეითეს, მერე კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მესამე, სამოყვარულო ლიგაში (ფედერალ 1) გადაინაცვლა. ფედერალ 1 მონტობანმა 2014 წელს მოიგო და მეორე დივიზიონში დაბრუნდა, გასული სეზონის შემდეგ კი ტოპ 14-ში აღზევდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო (პერპინიანთან 29:22) და ერთი ფრედ (მონპელიესთან 22:22) დაასრულა. შედეგად, შვიდი ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.

მონტობანმა დათმო ჩელენჯ თასის ორივე თამაშიც – ძებრესთან 17:41 და ოსფრიზთან 22:33. ამრიგად, 2025 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ რვა მარცხი მოუგროვდა.

მონტობანი შავ ლომს საშინაო არენაზე – სტად საპიაკზე უმასპინძლებს, რომელზეც 9 210 მაყურებელი ეტევა. არენა 1908 წელს გაიხსნა და ბოლო რეკონსტრუქცია 2024 წელს ჩაუტარდა.

გუნდის შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერია – ბურჯები ნუგზარ სომხიშვილი და ლუკა აზარიაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად რაგბი