გამოგვიწერეთ

ნაკრები

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონებთან ითამაშებენ

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები, რომელიც გაისად ზაფხულში საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის ემზადება, თებერვალში ორ მაღალი დონის ტესტ-მატჩს გამართავს.

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, თბილისს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ეწვევა, რომელსაც ვიტო კოლელიშვილის შეგირდები 22 და 27 თებერვალს შეერკინებიან. ეს იქნება კოლელიშვილის სადებიუტო მატჩი უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში.

სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე ნაკრები საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა და მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო – 38:29 და 27:12.

2026 წელს 20 წლამდე ჩემპიონატს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ, მონაწილეთა რაოდენობა კი, 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა ექნება.

გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებმაც ჩვენთან ერთად იტალიაში გამართულ ჩემპიონატზე ითამაშეს: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ ემატება ოთხი ქვეყანა, რომლებმაც ბოლო ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან: ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.

შეგახსენებთ, საქართველოში 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელსაც ჩატარდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები