გამოგვიწერეთ

რაგბი

შევარდენი გოგონათა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლებს

გააზიარეთ

4 აპრილს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გოგონათა სარაგბო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად, უფროსი ასაკის გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალში ხაშურის, მარნეულისა და თბილისის გუნდების გოგონები მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც მოედანზე უფროსი ასაკის მოთამაშეები გავლენ.

ქუთაისის აიას, თბილისის ლოკომოტივისა და ნაკრებში მოვარჯიშე გოგონების გუნდები ჯერ 10-ქალა რაგბს ითამაშებენ, ბოლოს კი, ორი გუნდი შეიკვრება და 15-ქალა რაგბი გაჩაღდება. მსგავსი ფესტივალი დასავლეთ საქართველოს გუნდებისთვის ქუთაისში უკვე ორჯერ ჩატარდა და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს ჯერი დადგა.

გიორგი მაისურაძე, საქართველოს 15 და 7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„მადლობა საქართველოს რაგბის კავშირსა და განვითარების დირექტორატს, რომელიც მაქსიმალურად გვეხმარება ქალთა რაგბის განვითარებაში, როგორც ფინანსურად, ასევე საორგანიზაციო კუთხით. თუ გვინდა, რომ რაგბში ჩართული გოგონების რაოდენობა გავზარდოთ და ქალთა გუნდები ჩამოვაყალიბოთ, რაც სამომავლოდ ქალთა ჩემპიონატის ჩატარების საწინდარი გახდება, მსგავსი აქტივობები აუცილებელია…

ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და გოგონათა მოზიდვის კუთხით, ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა. სხვადასხვა კლუბებში გაფანტული გოგონები ერთად მოიყრიან თავს და საუცხოო გარემოში ითამაშებენ. ამასთან, პატარები შეხვდებიან და უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებში მოთამაშე გოგონებს, რაც მათ მოტივაციას გაზრდის“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი