გამოგვიწერეთ

ნაკრები

18 წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე გაემგზავრა

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა და ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში ტიერ 1-ის გუნდებთან სამ მატჩს გამართავს.

ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. საკურორტო ქალაქ ვიშში, 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთს, 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას გავეჯიბრებით. მათ გარდა ფესტივალში მონაწილეობას ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მიიღებენ.

შევარდენზე გამართული დასკვნითი შეკრების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა საფრანგეთში წამსვლელი 26 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 14 მორკინალი, 12 კი, ხაზის მოთამაშეა.

შემადგენლობაში ორი ლეგიონერი გვყავს და ორივე ფრანგულ ტულონს წარმოადგენს, დანარჩენი 24 მორაგბე კი ცხრა ქართულ კლუბზე ნაწილდება: შვიდი მოთამაშეა თბილისის ლელოდან, 4-4 ქუთაისის აიადან და თბილისის ხვამლიდან, სამი თბილისის ლოკომოტივიდან, ორი არმიადან, ხოლო თითო-თითო – აკადემიიდან, არმაზიდან, ბათუმიდან და ფოთიდან.

18-წლამდელთა შემადგენლობა 2026 წლის ექვსი ერის ფესტივალზე

შერკინება: საბა მერაბიშვილი, სანდრო გამყრელიძე, საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, გიორგი ბერძენიშვილი, გეგა გიორგობიანი, საბა ჯინჭველაშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, გიორგი ქევანიშვილი, მათე ბერუაშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი, გიორგი სუთიაშვილი, ლუკა შულაია, ლუკა მგალობლიშვილი;

ხაზი: ალექსანდრე გაგუა, გიორგი ხონელიძე, მათე მახარაძე, ატო ლიპარტელიანი, გოგა ბერიძე, მიხეილ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მამაიაშვილი, ბართლომე ხამაშურიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, რეზო ცხვედიანი, გიორგი კუპრეიშვილი, ლუკა ჭაკუა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები