გამოგვიწერეთ

რაგბი

დიდი 10-ის პირველი ფინალისტი ბათუმია

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის პირველი ფინალისტი ცნობილია – ბათუმმა ქუთაისის არესი დაძაბულ მატჩში 11:10 დაამარცხა და 25 აპრილს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ მეექვსე ტიტულისთვის იბრძოლებს.

ფინალში გასვლის შანსი კი, არესსაც ექნება. აღსანიშნავია, რომ რიონისპირული კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად შევიდა მედლების ზონაში. არესი 18 აპრილს ქუთაისის აიასა და რუსთავის ხარებს შორის გამარჯვებულს ქუთაისში შეერკინება. ეს ამბავი კი, დღეს გაირკვევა.

ბათუმი-არესის ჯახში კი, ბოლო წუთამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი რჩებოდა. ზღვისპირელები პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ისინი ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ და ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და ტაიმიც 11:3 მოიგეს.

მეორე ტაიმში არესი უკეთესი იყო და 54-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ შორეული ჯარიმები არაზუსტი აღმოჩნდა, არესელი თევდორაძის ჯარიმა კი ძელმა აისხლიტა და ბათუმი ფინალშია…

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პიტერ ვილიამსი გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად რაგბი