გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიასა და ბოლდუინის ევროლიგური მოგებები

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა თელ ავივის მაკაბის, ბელგრადში, აჯობეს – 92:71.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბარსამ 28 ქულის სხვაობით მოიგო და, ცხადია, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 18:37 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და ევროლიგაში პირადსარეკორდო 8 პასი მიითვალა. თოკომ ოთხიდან ორი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა და ამ კომპონენტში გუნდში მხოლოდ ვილი ერნანგომესს (19 ქულა, 7 მოხსნა) ჩამორჩა, რომლის მაჩვენებელაც 27-ს უწია.

ბარსელონა სამი მოგებითა და ერთი მარცხით ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 16 ოქტომბერს, კვლავ სტუმრად, ტურნირის ახალწვეულ დუბაისთან ითამაშებს.

ევროლიგაშივე მიუნხენის ბაიერნმა იტალიური მილანი დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა, კამარ ბოლდუინმაც შეიტანა.

გერმანულმა კლუბმა იტალიური 64:53 დაამარცხა. ბაიერნში გადასვლის შემდეგ კი, კამარმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში. მიუხედავად იმისა, რომ სროლა არ წაუვიდა, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

ბოლდუინმა პარკეტზე 27:19 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოინაგრა. კამარმა ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

ორი მოგებითა და ამდენივე მარცხით ბაიერნი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სტამბოლში, ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი