გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ტენერიფეს ზედიზედ მეორე და დამაჯერებელი შერმადინი

გააზიარეთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა, ჩვენ ინტერესს კი ესპანური ტენერიფე იწვევს, რომელშიც მოგეხსენებათ გიორგი შერმადინი თამაშობს.

ჰოდა, ვეტერანი ქართველი ცენტრიც ჩვეულებისამებრ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თავისი გუნდის ისრაელის ბნეი პერჟლიასთან გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. ტენერიფემ მეტოქე საკუთარ მოედანზე 108:85 დაიბრიყვა.

შერმადინმა პარკეტზე 16 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ამ დროის მანძილზე 14 ქულა, 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, ტენერიფე ჯგუფში ორი მოგებით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ესპანური გუნდი თურქულ ტოფასთან სტუმრად 28 ოქტომბერს გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი