გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინის მარცხი, შენგელიას გამარჯვება

გააზიარეთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. ითამაშეს გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდებმაც.

ტენერიფე მადრიდის რეალთან 70:71 დამარცხდა. ანგარიშითაც ჩანს, რომ მატჩი დაძაბული გამოდგა.

შერმადინმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროში 4 ქულა, 2-2 მოხსნა და პასი დააგროვა. გიორგიმ ორიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტმა ექვსი შეადგინა.

ტენერიფე ექვსი გამარჯვებითა და სამი მარცხით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 დეკემბერს, ბრეოგანს სტუმრად ეთამაშება.

შენგელიას ბარსელონამ კი ანდორა გაანადგურა – 102:71 გაანადგურა. აქ ბრძოლა არ ყოფილა, თამაშის ბედი ადრიანად გადაწყდა და ჩვენებურმაც მოედანზე მცირე დრო დაჰყო.

შენგელიამ მოედანზე სულ 12 წუთი გაატარა, მაგრამ ნაყოფიერად – 9 ქულა, თითო მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან თითი ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე სამქულიანი ზუსტი იყო. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი შვიდს გაუტოლდა.

ბარსელონა ხუთი მოგებით და ოთხი წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში მანრესას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი