გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი დაწინაურდა, შენგელიას გაუთანაბრეს

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის ტენერიფემ კანარის კუნძულებზე ბადალონას უმასპინძლა, 96:81 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ჩვენებურმა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი დაიდო. შერმადინმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და ერთი დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა რვიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო.

სუპერთამაში ჰქონდა მარსელო უერტასს, რომელმაც გუნდს 39 ქულა მოუტანა.

სერიის მეორე მატჩი უკვე კატალონიაში გაიმართება.

აი, იტალიის სერია A-ში კი, თორნიკე შენგელიას ბოლონია ფინალში გასასვლელად იბრძვის, მაგრამ მილანთან მოედნის უპირატესობა დაკარგა. პირველი მოგების შემდეგ ბოლონიელები 66:85 დამარცხდნენ და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 20 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე 7 ქულა და 1 მოხსნაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ექვსჯერ ისროლა და ხუთი მოათავსა.

სერიის მესამე მატჩი მილანში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი