გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქამბექი არ შედგა – NBA-ს ფინალისტები გაირკვნენ

გააზიარეთ

NBA-ში აღმოსავლეთი კონფერენციის გამარჯვებულიც გაირკვა – ექვს მატჩიან სერიაში ინდიანა პეისერსმა ნიუ იორკ ნიქსი 4-2 დაამარცხა.

მეხუთე თამაშში დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ საკალათბურთო გულშემატკივრებს ნიქსის დაბრუნების იმედი და მოლოდინი გაუჩნდათ, თუმცა სულ ტყუილად – ინდიანამ მეექვსე თამაშში სერია მარტივად დახურა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კვლავ პასკალ სიაკამი გახდა – კამერუნელის ანგარიშზე 31 ქულა და 5 მოხსნა იყო. აღსანიშნავია, რომ სიაკამი არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ სერიის MVP-ც სრულიად დამსახურებულად გახდა, რადგან თავისი გუნდის აშკარა ლიდერი იყო.

ფინალებში ინდიანას მეტოქე ოკლაჰომა სითი იქნება, რომელმაც რეგულარული სეზონიც უპრობლემოდ მოიგო და კონფერენციის ფინალებიც მინესოტასთან (4-1), ერტადერთი გუნდი, რომელმაც მას დისკომფორტი შეუქმნა, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეტსი იყო.

ფინალების პირველი შეხვედრა 6 ივნისს, 04:30 საათზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი