გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინმა კარიერა დაასრულა და ნაკრებს წარმატება უსურვა

გააზიარეთ

ესპანეთი-საქართველოს (90:61) მატჩი ბოლო სანაკრებო გამოდგა გიორგი შერმადინისთვის. 36 წლის ცენტრმა ეროვნულ გუნდში 202 მატჩი ითამაშა.

მატჩის შემდეგ შერმადინი ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„ასეთი მძიმე წაგების შემდეგ რამეს თქმა ძნელია. ესპანეთის ნაკრებს მოგებას ვულოცავ, მათ ძალიან მაგრად ითამაშეს. სამქულიანებიც კარგად ესროლეს და ორქულიანებიც, ჩვენ კი დაცვაში პრობლემები გვქონდა. შედეგად, ბევრი იოლი ქულა ჩააგდეს და ასეთი სოლიდური სხვაობაც ამან განაპირობა. შევეცადეთ, მოედანზე ისე გვემოქმედა, როგორც მწვრთნელმა დაგვავალა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ალბათ, ჩვენს თამაშზე ზეგავლენა ხანგრძლივმა ფრენამაც იქონია, რომლის შემდეგაც მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემთვის ბოლო სანაკრებო მატჩი იყო და ეროვნულ გუნდში 20-წლიანი კარიერა დასრულებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, მთელს სტაფს, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის და ყველგან გვერდში გვიდგანან. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს მომავალ მატჩებში და იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოხერხდება“, – განაცხადა შერმადინმა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი