გამოგვიწერეთ

ნაკრები

შესარჩევი ეტაპი ბულგარეთთან მარცხით დავასრულეთ

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან საგარეო მარცხით დაასრულა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა სოფიაში ჯგუფის აუტსაიდერთან 1:2 წააგო.

უკვე 25-ე წუთზე ორი ბურთით ვაგებდით და ორივე დაცვის უხეში შეცდომების გამო: რუსევმა  ეფექტური გოლი გაგვიტანა, ხოლო კრასევმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგდო. ცარიელი მეკარისგან, თორემ სამი მცველი იდგა.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაშის გადასარჩენა სცადა და საყრდენი ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი შემტევი გიორგი ქვილითაიათი ჩაანაცვლა. ამან საქმეს ვერ უშველა. ერთადერთი რაც მოვახერხეთ, მატჩის ბოლოს ლუკა ლოჩოშვილის გოლი იყო.

ფაქტია, რომ შესარჩევი ეტაპი ჩავაგდეთ. სამუშაო ბევრი ჩანს, მაგრამ ვინ იმუშავებს, საკითხავი ახლა ეს არის…

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები