გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდული ნაკრების ზედიზედ მეორე მარცხი

გააზიარეთ

2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. რამაზ სვანაძის გუნდმა ამჯერად შინ, გერმანიასთან 0:2 წააგო.

გერმანიამ თითო ტაიმში თითო გოლი იკმარა, მაგრამ მომენტებს თუ გადავთვლით, ბევრად მეტი უნდა შეეგდოთ.

სტუმრები პირველი ტაიმის მიწურულს ლენარტ კარლის გოლით დაწინაურდნენ. გეხსომებათ, წინა მატჩშიც, საბერძნეთთან, ტაიმის ბოლოს გავუშვით გოლები. მეორე ტაიმში ნიკოლო ტრესოლდიმ სხვაობა გაზარდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთი ტურის შემდეგ ხუთი ქულით მეოთხე ადგილზეა. რამაზ სვანაძის გუნდი 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ საბერძნეთს, შვიდით – მეორეადგილოსან გერმანიას და ჯგუფიდან გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

მომდევნო ტურში საქართველო 27 მარტს, ლატვიას უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები