გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შტურმის დირექტორი: გიზი უნივერსალური შემტევია

გააზიარეთ

გრაცის შტურმა გიზი მამაგეიშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჩვენებურის კონებტარი უკვე შტურმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიხარია, რომ კონტრაქტი ავსტრიის ისეთ ტოპკლუბთან გავაფორმე, როგორიც შტურმია. კიტეიშვილის წყალობით კლუბს მანამდეც ვიცნობდი. როდესაც მათი დაინტერესების შესახებ შევიტყვე, მაშინვე ოთარს დავუკავშირდი. კიტემ კლუბი დადებითად დამიხასიათა. მოუთმენლად ველოდები გუნდის გაცნობას, იანვარში სეზონის განახლებისთვის ვარჯიშის დაწყებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას“, – თქვა მამაგეიშვილმა.

იქვეა შტურმის სპორტული დირექტორის, მიხაელ პერენსენსის კომენტარიც.

„მამაგეიშვილი უნივერსალური შემტევია, რომელიც ბრწყინვალე ტექნიკით და სწორი მენტალიტეტით გამოირჩევა; ადრეული ასაკიდან ხასიათდებოდა, როგორც მისაბაძი ფეხბურთელი და კაპიტანი. გუნდს იანვარში, საწვრთნელი პროცესის დაწყების შემდეგ შემოუერთდება. მოხარულები ვართ, რომ ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ გიზომ, სხვა ბევრი წინადადების მიუხედავად, არჩევანი გრაცზე შეაჩერა. მოუთმენლად ველით მოედანზე მის ხილვას“.

გეტყვით რომ, შტურმი ავსტრიის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო მიმდინარე სეზონში 28 ქულით მესამე ადგილზეა და ზალცბურგსა (32) და ლინცერს (29) ჩამორჩება.

ავსტრიის ჩემპიონატში 8 თებერვლამდე შესვენებაა. თუმცა, მანამდე სამი მატჩის თამაში მოუწევთ: ევროპალიგაზე სტუმრად ფეიენოორდთან (22 იანვარი), შინ ბრანთან (30 იანვარი) და ავსტრიის თასზე ალტახს (2 თებერვალი) ესტუმრებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები