გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჩაგდებული მეოთხედი და მარცხი დიდი ანგარიშით

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონმ ქუთაისმა ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა. რიონისპირელებმა ფიბა ევროპის თასზე ჯგუფის ბოლო მატჩი ესპანეთში, ბილბაოსთან გამართეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 54:117 დამარცხდა.

ანგარიშში დიდი სხვაობა მოსალოდნელიც იყო, მაგრამ რაც მეორე მეოთხედში მოხდა, აუხსნელი ფაქტია. მასპინძლებმა ჩააგდეს NBA-ს კალათბურთისთვისაც უჩვეულოდ ბევრი, 41 ქულა… ხოლო ქუთაისმა ყველანაირი კალათბურთისთვის უჩვეულოდ ცოტა – სამი ქულა. სხვა მეოთხედებში სხვაობა 10 ქულას არ ასცდენია…

საბოლოოდ, ქუთაისი, ერთი მოიგებითა და ხუთი წაგებით, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა, იმავე მაჩვენებლის ჩეხურ ბრნოს მხოლოდ ურთიერთშეხვედრების შედეგად ჩამორჩა: თბილისში 66:84 წავაგეთ, ხოლო ჩეხეთში 80:73 ვიმარჯვეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი