გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე: თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ოდნავ სტაბილური რომ იყოს, ახლა ჩემპიონშიპის ფლეი ოფის ზონაში იქნებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იქ მოხვედრის შანსს. გუნდს უახლოეს მატჩი 10 მარტს, სტუმრად შეფილდ უენსდსისთან აქვს.

უენსდსი ბოლო ადგილზეა, -7 ქულა აქვს და ლიგიდან უკვე გავარდნილია. თუმცა, ინგლისურ ლიგებში ეს არაფერს ნიშნავს. პლუს თუ ზემოთნახსენებ არასტაბილურობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ბრძოლაც ვიხილოთ. ასე ვარაუდობს თავად ჩაკვეტაძეც, რომლის ნაუბარიც კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ჩაკვეტაძე:

„თავს კარგად ვგრძნობ. თამაშიდან თამაშამდე ბევრად უკეთესი ვხდები, როგორც ფიზიკურად, ასევე – ტექნიკურად. ენერგიის აღსადგენად რამდენიმე დღე დასვენება გვქონდა და სამშაბათის თამაშისთვის მზად ვიქნებით. ბოლო სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ, ასე რომ, განწყობა კარგია. რაც შეიძლება მეტი ქულის მოსაპოვებლად 11 ფინალი დაგვრჩა. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ…

მეტოქე ცხრილის ბოლოშია, მაგრამ ვიცით, ჩემპიონშიპში ადვილი თამაში არ არის. დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით. ფლეი ოფში გასასვლელად ქულები გვჭირდება, ამიტომ მოედანზე გასამარჯვებელად გავალთ. მათ იციან, რომ მომავალ სეზონში ქვედა ლიგაში გაატარებენ, ამიტომ თავისუფლად ითამაშებენ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, ვიდრე მათთვის…

შარშან მათთან 6:2 მოვიგეთ და შესანიშნავი თამაში გვქონდა. ვიმედოვნებ, სამშაბათსაც იგივე იქნება. გულშემატკივრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ნამდვილად მადლიერი და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც მათ წინაშე ვთამაშობ. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, ამიტომ დიდი მადლობა“.

უოტფორდი 51 ქულით მეცხრე ადგილზეა და ფლეი ოფის ზონას ექვსით ჩამორჩება.

რაც შეეხება თავად ჩაკვეტაძეს, მიმდინარე სეზონში, 19 მატჩი, მხოლოდ საგოლე პასი აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები