გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ხოზრევანიძე: ჩემი ქალაქისთვის ყველაფერს გავაკეთებ

გააზიარეთ

დინამო ბათუმის ახალგაზრდა ფორვარდი, 19 წლის ლევან ხოზრევანიძე, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად უკვე მიიჩნევა. ბოლო პერიოდში მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი – ჯერ ბოლნისის სიონს გაუტანა საქართველოს თასის მერვედფინალში სადებიუტო გოლი, შემდეგ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისს, შემდეგ საგარეჯოს გარეჯთან გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო (1:0), ბოლოს კი ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გაგრას კარი აიღო.

გთავაზობთ ამონარიდს ჩვენი ინტერვიუდან, სადაც ლევანი ბათუმურ კლუბზე, გულშემატკივრებზე და თავის ემოციებზე საუბრობს:

„ბათუმის დინამოს ისტორიაში ჩემთვის საუკეთესო იყო ჯოვინო ფლამარიონი – მისი გატანილი გოლები და ხარისხიანი თამაში განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.

უდიდესი პასუხისმგებლობაა ატარო ასეთი ქალაქისა და გუნდის მაისური. ეს პატივია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გავახარო. დიდ მადლობას ვუხდი ქომაგობისთვის. მათ გვერდში დგომას ძალიან ვგრძნობ და მოვუწოდებ, რომ ჩემი სჯეროდეთ. ყველაფერს გავაკეთებ მათ გასახარებლად.

დინამო ბათუმი ჩემთვის საფეხბურთო ოჯახია, რომელმაც მომცა შანსი, რომ საუკეთესო გავხდე. ჩემი ქალაქისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი