გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ჯერ სელტიკი, შემდეგ კი…

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ფლე-ოფში ალმაათის კაირათი გლაზგოს სელტიკს დაუპირისპირდება. ჩვენთვის ეს წყვილი საინტერესო იმად არის, რომ ყაზახურ გუნდში ჩვენებური ლუკა გადრანი ირიცხება და უმნიშვნელო ფიგურა სულაც არ გახლავთ. გასულ სეზონში მან 21 მატჩში ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა.

ცხადია, სელტიკის და კაირათის ჯახში ამ უკანასკნელს ვუქომაგებთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რაც მეტი ქართველი იქნება მით უკეთესი, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ გადრანი კაირათში წლის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ისრაელს მიაშურებს.

ქართველი ცენტრალური მცველის მომავალი კლუბი ბეითარი იქნება. იქაური მედიის და თავად ბეითარის ცნობითაც ლუკა გადრანმა გუნდთან 1,5 კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბსაც დეკემბრიდან შეუერთდება.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სელტიკთან ორ მატჩიანი დუელის წაგების შემთხვევაში კაირათი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი