
26 და 29 მარტს საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ისრაელს დაუხვდება, შემდეგ კი, ლიეტუვას ესტუმრება.
ერთი ამხანაგურიც ივნისში გვაქვს ჩანიშნული – რუმინეთთან. თუმცა, ივნისშივე არის კიდევ ერთი სანაკრებო თარიღი და, დიდი შანსია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ახალი სპარინგ-პარტნიორიც შეარჩიოს.
ამ საკითხზე სფფ იფიქრებს, მანამდე კი, საფიქრალი ვილი სანიოლის უფრო მეტი აქვს. ფრანგმა სპეციალისტმა ეს მატჩები ერთა ლიგის B დივიზიონის თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.
რა რესურსი აქვს მუსიე ვილის სადღეისოდ? ვფიქრობთ, სანიოლის მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია. პლუს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის საკუთარ კლუბებში უთამაშებლობა. ასარჩევია კაპიტანიც. შემადგენლობასთან ერთად გამოსაცნობია სათამაშო სქემაც. ცხადია, მეტოქიდან გამომდინარე. ფრანგ სპეციალისტს აქამდე სულ ორი ვარიანტი ჰქონდა, რომლის ოთხად „გადაკეთებაც“ შეიძლება: 5-3-2; 3-5-2; 4-3-3; 4-2-3-1.
მეკარე
მართალია, გიორგი მამარდაშვილს დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში გარკვეული დრო მიეცა და ამ ეტაპზე კარში უალტერნატივო გვგონია. თუმცა, ამხანაგურ მატჩებში სრულად თამაშის თუ არა, ტაიმის მიცემა ლუკა გუგეშაშვილზეც შეიძლება.
დაცვა
აქამდე სანიოლის მთავარი დასაყრდენი გურამ კაშია იყო. თუმცა, კაპიტანმა ნაკრებიდან წასვლა გამოაცხადა და თქვა, რომ ამ მატჩებში რიგითი გულშემატკივარი იქნება.
ამ რგოლში ძალიან გვეიმედებოდა საბა საზონოვის, მაგრამ ტორინოს ფეხბურთელი ტრავმებმა ძალიან გააწამა და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სწორედ აქ უნდა დახმარებოდა ვილი სანიოლი. ტორინოს მწვრთნელ-ხელმძღვანელობისგან განსხვავებით მუსიე ვილის მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა და ის დანაკლისი, რაც კლუბში აქვს, ნაკრებში მცირედით მაინც შეევსო. ცხადია, აქ ოფიციალურ მატჩებს არ ვგულისხმობთ. პლუს, საბას სამომავლო კარიერისთვისაც წაადგებოდა. არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, დასაკარგი ფეხბურთელები არ გყავს და მეტი ყურადღება სჭირდებათ.
შეკრების პირველ დღეს არ უვარჯიშია საბა გოგლიჩიძეს. შესაბამისად, არ ვიცით ითამაშებს თუ არა ისრაელთან. თუ ისე მოხდა და გოგლიჩიძემ ვერ ითამაშა, ცენტრალური დაცვის მარჯვენა მხარეს ილია ბერიაშვილი უნდა დადგეს. მართალია, სანიოლი უფრო ლუკა ლოჩოშვილსა და ლაშა დვალს ენდობა, მაგრამ ორივე ცაციაა. აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ოთხმცველიან სქემაში ორივე მათგანის ცენტრში დაყენებას ვერ გარისკავს. სამაგიეროდ, მარცხენა ფლანგზე ორივეს უთამაშია და ორივე რომ სასტარტოში ვიხილოთ, არც ეს არის გამორიცხული.
ამ შემთხვევაში უმოქმედოდ რჩება მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელსაც სანიოლი დიდად ისედაც არ სწყალობს, მაგრამ ვიმედოვნებთ ამხანაგურ მატჩში მაინც მისცემს გარკვეულ წუთებს.
ცენტრალურ მცველებზე თუ ვსაუბრობთ, აქ არის ალტერნატივა – ლუკა გადრანი და ივა გელაშვილი. თუმცა, ოთხ მცველში მათ დაყენებას ნაკლებად ვვარაუდობთ. ხუთ მცველში კი, შესაძლებელია – ესეც იმ შემთხვევაში, თუ გოგლიჩიძის თამაში გამორიცხება. ვარჯიშებზე ბევრი რამ გადაწყდება და გაირკვევა.
მარჯვნივ გვყავს გიორგი გოჩოლეიშვილი, ვისაც ბოლო დროს პრაქტიკა კი აკლია, მაგრამ ამ შემადგენლობაში სხვა ალტერნატივა არ ჩანს. თუმცა, მუსიე ვილის რამდენიმე ვარიანტის ვარირების საშუალება ნამდვილად აქვს.
მაგალითად, მარჯვენა ფლანგზე შესაძლებელია გოგლიჩიძის გამოყენებაც, რადგან ამ პოზიციაზე უთამაშია კიდეც, მაგრამ უფრო ცენტრალურ მცველად მოიაზრება. თუმცა, გაჭირვების დროს, შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სრულად შეიცვლება დაცვის ცენტრი და მარცხენა ფლანგი, სადაც სანიოლი ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად გიორგი წიტაიშვილსაც მოიაზრებს…
მოკლედ, დაცვის ხაზი სერიოზული დასალაგებელია…
ნახევარდაცვა
აქ სანიოლის არჩევანი ასეთი უნდა იყოს: საყრდენ ზონაში და მის წინ ოთარ კიტეიშვილი-ანზორ მაქვაბიშვილი-გიორგი ჩაკვეტაძე. ფლანგებზე ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა, გუშინ არ უვარჯიშია არც გიორგი ჩაკვეტაძეს. ამ შემთხვევაშიც აქვს მთავარ მწვრთნელს ვარირების საშუალება, რადგან გუნდში არიან საყრდენ ზონაში მოთამაშე გიზი მამაგეიშვილი და ნიკა გაგნიძეც. ამასთან, გააჩნია რა სათამაშო სქემას აირჩევს მწვრთნელი.
ფლანგებზე შემცვლელებად წიტაიშვილი (მარჯვნივ) და გიორგი კვერნაძე (მარცხნივ) უნდა მოიაზრებოდნენ. თუმცა, წიტაიშვილის კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი ზემოთაც გითხარით.
თავდასხმა
ამ ეტაპზე აქ გიორგი მიქაუტაძე უალტერნატივო სჩანს. თუმცა, გუნდში ასევე არიან ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გულიაშვილიც. ვფიქრობთ, დრო მათაც მიეცემათ.
ეს ყველაფერი იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რაც უახლოესი მატჩებისთვის ჰყავს გამოძახებული. მათ გარდა არიან ტრავმირებული ფეხბურთელებიც და ასევე ისინი, ვინც სანაკრებო თემში მოიაზრებიან.
აქედანვე სჩანს, რომ სანიოლს საფიქრალიც ძალიან ბევრი აქვს და გამოსაცნობიც…
იხილე მეტი
-
ქართული
/ 2 საათის agoსაქართველოს თასისთვის ბრძოლას ოთხეული აგრძელებს
გააზიარეთგაიმართა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩები და გაირკვა ის ოთხეული, რომელიც ტიტულისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoიმ დღიდან, ზუსტად ორი წელი გავიდა…
გააზიარეთ2024 წლის 26 მარტია. რომელი საათია ვერ გეტყვით. ან ვის სცალია საათზე დასახედად, ყველა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 5 საათის agoმამუკელაშვილმა და ტორონტომ საქმე გაირთულეს
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაჭრელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი