გამოგვიწერეთ

MMA

ცარუკიანი: ილიას დაღესტანში მოყვარულიც დაამარცხებს

გააზიარეთ

22 ნოემბერს მსუბუქ წონით კატეგორიაში განსაკუთრებული შეხვედრა გველოდება: არმან ცარუკიანი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. სომეხი მებრძოლი ფიქრობს, რომ გამარჯვება მას სავარაუდოდ სატიტულო შანსს გაუჩენს და სწორედ მას მოუწევს შეხვედრა ქართველ ჩემპიონ, ილია თოფურიასთან.

ცარუკიანი ბოლო პერიოდში ხშირად აღნიშნავს თოფურიას სახელს და ამჯერადაც არ დაიშურა განცხადებები. მისი თქმით, ქართველის შესაძლებლობები ბევრად არის გადაჭარბებული:

“ვარჯიშისას ის რამდენიმე სპარინგ პარტნიორს აირჩევს, დააგდებს და ხალხს ჰგონია, რომ ზებუნებრივი მებრძოლია. მაგრამ სინამდვილეში, ჩეჩნეთსა თუ დაღესტანში ნებისმიერ დარბაზში, მოყვარულიც კი შეძლებს მის პარტერში გადაყვანას, ქულების აღებას და დაფინიშებას”, – ამბობს სომეხი მებრძოლი.

ამჟამად ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლა ოფიციალურად არ არის გაჟღერებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქართველი მებრძოლი დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA