გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ცნობილია – სად გააგრძელებს კარიერას ტომას მიულერი

გააზიარეთ

მიუნხენის ბაიერნის გერმანელი ფეხბურთელი, ტომას მიულერი, რომელმაც კლუბი ამ ზაფხულს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, კარიერას არ ასრულებს და თამაშს MLS-ში, ვანკუვერ უაითკეპსის რიგებში გააგრძელებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაზუსტებით ცნობილია, რომ გერმანელ ლეგენდასა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

მიულერს ბაიერნთან 16-წლიანი წარმატებული ურთიერთობა აკავშირებს. ამ პერიოდში ნახევარმცველმა 250 გოლი გაიტანა და 276 საგოლე გადაცემა განახორციელა. მან 12-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ორჯერ — ჩემპიონთა ლიგა და ჯამში “რეკორდმაისტერის” მაისურით 756 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავის მხრივ, ვანკუვერ უაითკეპსი მიმდინარე სეზონში MLS-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევა და ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. სეზონის დასაწყისში კი კანადურმა კლუბმა კონკაკაფის თასის ფინალამდე მიაღწია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები