გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ცნობილია სად ითამაშებს გიორგი გველესიანი

გააზიარეთ

გიორგი გველესიანი, რომელიც ბოლო პერიოდში თავისუფალი აგენტი იყო, ირანში დაბრუნდა და სეპაჰანს კიდევ ერთხელ შეუერთდა.

34 წლის ფეხბურთელი ამ კლუბში უკვე ასპარეზობდა 2019-2022 წლებში, როცა 77 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სეპაჰანამდე გველესიანი ირანში პერსეპოლისის ღირსებას იცავდა, სადაც 100 მატჩში 20 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ამ გუნდთან ერთად ორჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა, ასევე ერთხელ თასი და სუპერთასი.

გველესიანს კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს დინამო თბილისში, ზობ აჰანში და ნასაჯიში. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2024 წელს ჰქონდა და დღემდე 10 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები