გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კოლოსალური შეთავაზება არაბეთიდან – ჟორჟის ახალი ვარიანტი

გააზიარეთ

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გიორგი მიქაუტაძის გარშემო კვლავ გაუგებრობაა. თითქოს მოგვარებული ამბავი, რომ გიორგი ამ სეზონს ლიონში გაატარებდა, მოულოდნელად თავდაყირა დადგა, რადგან ფრანგულ კლუბს ფინანსური ვალდებულებების გამო შეიძლება მიქაუტაძის გაყიდვა მაინც მოუწიოს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, მიქაუტაძის გადასაბირებლად ევროპული გუნდები აქტიურობდნენ – გაჟღერდა ვილიარეალის, ბრენტფორდისა და ბარნლის ვარიანტები.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა კი სრულიად განსხვავებულ და მოულოდნელ ვარიანტზეც ალაპარაკდა საუდის არაბეთის სახით. როგორც ირკვევა, არაბული ნეომი ლიონს მიქაუტაძის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად ქართველ ფორვარდს კი ოთხწლიან მსუყე შეთავაზებას.

ჯერჯერობით, ამ საკითხზე ჟორჟის პოზიცია უცნობია. ბოლო ინფორმაციით, მიქაუტაძეს არათუ არაბეთში გადასვლა, არამედ მშობლიური გუნდის დატოვებაც არ სურს, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველ ფორვარდს კონტინენტური ევროპის დატოვების ინტერესი არ უნდა ჰქონდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები