გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ცხოვრებაძის ხუთი გოლი და ორი ზაგრები

გააზიარეთ

გიორგი ცხოვრებაძის ზაგრები ორ ტურნირზე ასპარეზობს და რადიკალურად განსხვავებული შედეგები აქვს.

ხორვატულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაში ყველა, ცხრავე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონატში 12-ვე მოგება აქვს და პირველობას ვერავინ ეცილება.

ბოლო ტურში ზაგრებმა საკუთარ არენაზე რუდარს 40:26 მოუგო. გუნდის გამარჯვებაში გიორგი ცხოვრებაძემ არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა და მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა.

ზაგრები ხორვატიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვარაზდინს ეთამაშება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში – ჩრდილოეთ მაკედონიის პელისტერს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი