გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველომ რუმინეთში სლოვაკეთი დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე კარპატის თასზე პირველივე მატჩში მოიგო – ტიტე კალანდაძის გუნდმა სლოვაკებს 31:28 აჯობა.

პირველ ტაიმში სლოვაკებმა 16:14 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ კალანდაძის შეგირდები უკეთ ათამაშდნენ და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული ნიკოლოზ კალანდაძე, ვინაც 10 ბურთი გაიტანა და 5 პასიც გააკეთა. ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე 6 გოლი დაგროვდა.

გეტყვით რომ, რუმინეთში გუნდი ნაკრების უდავო ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის გარეშეა ჩასული. ტრავმის გამო გუნდთთან ერთად კარგა ხანია არ უვარჯიშია ნაკრების კაპიტან თემო ორჯონიკიძესაც.

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 1 ნოემბერს მასპინძელ რუმინეთთან ითამაშებს, რომელმაც დღეს 33:30 მოუგო უკრაინას.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი