გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველოს კალანდაძე დაუბრუნდა და ცხოვრებაძე გამოაკლდა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში რუმინეთში გაემგზავრებიან, სადაც კარპატის თასზე სამ მატჩს ითამაშებენ.

ტიტე კალანდაძის სეგირდები 30 ოქტომბერს სლოვაკეთე ეთამაშებიან; 1 ნოემბერს მასპინძელ რუმინეთს; 2 ნოემბერს – უკრაინას.

კარპატის თასზე ტრავმების გამო გუნდს გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე დააკლდებიან. ჯერ კიდევ არ ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თემო ორჯონიკიძე. სამაგიეროდ, ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს ნიკოლოზ კალანდაძე დაუბრუნდება.

ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება და 24 ქვეყანა ითამაშებს. ქართველი ხელბურთელები E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან მოხვდნენ. 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ორ-ორი საუკეთესო კი მომდევნო რაუნდში გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. იქიდან პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი, მეხუთე პოზიციის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შემადგენლობა კარპატის თასზე ასეთია:

არსენაშვილი, გოგავა, კბილაშვილი, კალანდაძე, არეშიძე, დიხამინჯია, ლაპიაშვილი, ნიქაბაძე, გავაშელიშვილი, რუსტამოვი, მელიავა, რუხაძე, ხარებაშვილი, უთმელიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ხელბურთი