გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჟანრის კლასიკა

გააზიარეთ

ქართულმა გუნდებმა ევროთასებზე აგვისტოს თვეს ისევ ვერ უწიეს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის იბერია 1999 ტალინის ლევადიასთან რომ დამარცხდა ძველი ამბავია. ტურნირში დარჩენილი სამი ქართული გუნდიდან  ყველაზე კარგი შანსი თითქოს გორის დილას ჰქონდა. ამის თქმის საფუძველს სხვებთან შედარებით სახელის  მიხედვით უფრო იოლი მეტოქე და გასვლით მატჩში ნაჩვენები შედეგი იყო. დილამ პირველი მატჩი რიგაში ადგილობრივ გუნდათ 1:2 წააგო და იყო მოლოდინი, რომ შინაურ არენაზე გამარჯვებას შეძლებდა.

ახლოს იყო. იტალიელი სპეციალისტის დიეგო ლუნგოს გაწრთვნილი დილა დამატებით დროსთან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. გორელები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ ლატვიელებმა ყოველ ჯერზე გაათანაბრეს. ყველაზე მტკივნეული კი მატჩის 96-ე წუთზე გაშვებული გოლი გამოდგა და ყველაფერი ამით დასრულდა. ეს მართლაც ჟანრის კლასიკას წააგავდა. დამოუკიდებლობის სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ეროვნული ნაკრების თუ ქართული კლუბების ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩებს ხომ თვლა არ ჰქონდა და ახლაც იგივე გრძელდება.

მატჩის პერიპეტიების დეტალურად აღწერას არ შევუდგებით. მხოლოდ იმას იმას ვიტყვით, რომ გორელთაგან სამივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს. მატჩის დებიუტში ჟოაო არაუხო გამოირჩა, მეორე ტაიმში მასპინძლები დეო ბასინგამ დააწინაურა, ხოლო მატჩის ბოლოს თავი ბლანკსონ ანოფმა გამოიჩინა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ლატვიელებმა სამივეჯერ გაათანაბრეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები