გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

წილი იყარა – მსოფლიო ექვს გუნდს ელოდება

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 48 გუნდიდან 42 ცნობილია. თუ ვინ იქნება დარჩენილი ექვსი გუნდი, ამას დღეს გამართული წილისყრის შემდეგ გაარკვევენ.

დარჩენილი ექვსი საგზურიდან ოთხი ევროპაში გათამაშდება, ხოლო ორი საგზურისთვის საერთაშორისო კონფედერაციაში.

გუნდები კი ასე დაწყვიდნენ:

საერთაშორისო-კონფედერეციათა ფლეი ოფი

გზა I

ნახევარფინალი: ახალი კალედონია-იამაიკა;

ფინალი: კონგო დრ-ნახევარფინალში გამარჯვებული;

გზა II

ნახევარფინალი: ბოლივია-სურინამი;

ფინალი: ერაყი-ნახევარფინალში გამარჯვებული;

ფლეი ოფის მატჩები ნეიტრალურ მოედნებზე, მექსიკის ქალაქებში, გვადალახარასა და მონტერეიში გაიმართება.

უეფას ზონა

გზა A

ნახევარფინალი: იტალია-ჩრ.ირლანდია;

ნახევარფინალი: უელსი-ბოსნია;

ფინალი: ნახევარფინალში გამარჯვებულები;

ფინალის მასპინძელი უელსსა და ბოსნიას შორის გამარჯვებული იქნება.

გზა B

ნახევარფინალი: უკრაინა-შვედეთი;

ნახევარფინალი: პოლონეთი-ალბანეთი;

ფინალი: ნახევარფინალში გამარჯვებულები;

ფინალის მასპინძელი უკრაინასა და შვედეთს შორის გამარჯვებული იქნება.

გზა C

ნახევარფინალი: თურქეთი-რუმინეთი;

ნახევარფინალი: სლოვაკეთი-კოსოვო;

ფინალი: ნახევარფინალში გამარჯვებულები;

ფინალის მასპინძელი სლოვაკეთსა და კოსოვოს შორის გამარჯვებული იქნება.

გზა D

ნახევარფინალი: დანია-ჩრ.მაკედონია;

ნახევარფინალი: ჩეხეთი-ირლანდია;

ფინალი: ნახევარფინალში გამარჯვებულები;

ფინალის მასპინძელი ჩეხეთსა და ირლანდიას შორის გამარჯვებული იქნება.

ფლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები 26 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალური – 31 მარტს.

შეგახსენებთ იმ 42 ნაკრებს, რომელმაც მუნდიალის საგზური გაინაღდა: ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია, ჰაიტი, კურასაო და პანამა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები