გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ალონსოს რეალში სიტუაცია აერია და ლივერპული სურს

გააზიარეთ

ბოლო პერიოდში ევროპული გამოცემები აქტიურად წერენ მადრიდის რეალის შემტევის, ვინისიუსისა და მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსოს კონფლიქტის შესახებ. როგორც იწერება, ბრაზილელი სწორედ მწვრთნელის გამო არ აპირებს რეალთან კონტრაქტის განახლებას. თუმცა, საუბარი მარტო ვინიზე არ არის ესპანური მედია წერს, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის იდეალური ურთიერთობა არ არის.

ახლა კლუბის პრეზიდენტი გადაწყვეტს ვინ წავა გუნდიდან – ფეხბურთელი თუ მწვრთნელი. თავის მხრივ, ალონსოს კარიერის გაგრძელება ლივერპულში სურს. მერსისაიდელებს ალონსოს გადაბირება ჯერ კიდევ იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ უნდოდათ, მაგრამ ალონსომ რეალი ირჩია. ახლა კი ენფილდზე დასაბრუნებლად მზად არის.

ლივერპულს ამჟამად არნე სლოტი წვრთნის, მაგრამ ცუდი შედეგების გამო დრო იანვრამდე მისცეს. ვნახოთ რა იქნება ერთ თვეში და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ალონსო, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი გახდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები