გამოგვიწერეთ

სხვა...

წლის საუკეთესოები: ეთო ლიპარტელიანი და სანდრო ბაზაძე

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონები – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) დაასახელა.

შეგახსენებთ, ბაზაძემ წელს თბილისში გამართული ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ლიპარტელიანმა (57 კგ) ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა და ზედ სართად გუნდური ოქროც დააყოლა.

ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა:

2025 წლის საუკეთესო ფედერაცია: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია;

2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები;

2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი: კახაბერ მოცრაძე (ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი);

2025 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები: მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა);

2025 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაცია;

ოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: პაატა ნაცვლიშვილი (სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი) და ელენე ბილიხოძე (საქართველოს პირველი რადიოს წამყვანი);

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში: თორნიკე შენგელია (კალათბურთი);

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში: ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა);

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“: ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა);

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“: ვახტანგ ლოლუა (ბერნულ-რომაული ჭიდაობა).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად სხვა...