გამოგვიწერეთ

სხვა...

მოჭიდავეთა რეიტინგში ორი ქართველი წონის ლიდერია

გააზიარეთ

მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ ახალ რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველთაგან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი ქართველი წონით კატეგორიას ლიდერობს, ხოლო ათეულში სულ ექვსი სპორტსმენია. თავისუფალში ათეულში შვიდი მოჭიდავე გვყავს, მაგრამ რეიტინგში ყველაზე მაღალი მეოთხე ადგილია.

წონითი კატეგორიის ლიდერები არიან ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი, 18 წლის ვახტანგ ლოლუა (55კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ).

საუკეთესო ათეულში არიან: ამირან შავაძე (63კგ) – მესამე ადგილი; გიორგი მელია (97კგ) – მეოთხე ადგილი; იური ლომაძე (72კგ) – მეხუთე ადგილი; ჯონი ხეცურიანი (76კგ) – მეცხრე ადგილი;

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან საუკეთესო მაჩვენელი აქვს და მეოთხე ადგილზეა მირიან მაისურაძე (92 კგ).

ათეულში არიან: ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) – მეექვსე ადგილი; სოლომონ მანაშვილი (125კგ) – მეექვსე ადგილი; გიორგი ღონიაშვილი (61კგ) – მერვე ადგილი; ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) – მერვე ადგილი; გიორგი ელბაქიძე (74კგ) – მეცხრე ადგილი; აკაკი ქემერტელიძე (70კგ) – მეათე ადგილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სხვა...