გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

წუთიერი დუმილი და შეცვლილი ლიდერი

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. შეიცვალა ლიდერი – დროებით თუ კიდევ უნდა ველოდოთ გადაადგილებებს, ამას ტურის დარჩენილი თამაშები გვიჩვენებს.

ჰო, ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო: საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, 54 წლის გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. გუნდების შიდა მაისურებზე გიორგი ნემსაძე იყო მოხატული.

რუსთავი-დინამო (თბ) 0:2

თბილისი. პეტრო არენა

0:1; 0:2 ნინუა (37პ; 63)

ცხრილის ზედა ოთხეულში ისეთი სიტუაციაა, იქ მყოფი გუნდების დაპირისპირება, როგორც იტყვიან, ექვსქულიანია. რუსთავი-დინამო თბილისიც ასეთი იყო.

დინამოელებმა გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა ნიკა ნინუამ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. ნინუამ პირველ ტაიმში თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა; მეორე ტაიმში კი, საჯარიმო დარტყმა ტექნიკურად შეასრულა.

დინამო ცხრილის თავში მოექცა, რუსთავი კი, რომელიც პირველ ადგილზე დიდხანს იყო, ამ დროისთვის სამეულს მიღმაა…

სპაერი-გაგრა 0:0

თბილისი. მიხეილ მესხი 2

ამ სეზონში სპაერმა გაგრასთან ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო, ორიც ფრედ დაასრულა, მაგრამ ცხრილში წინ გაგრა არის. თუმცა, ორივე გუნდი ფლეი აუტის ზონაშია. სპაერს უკვე 15 ტურია არ მოუგია.

შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. უფრო – სპაერს. აი, ბოლოს გაგრას მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ ასხლეტის შემდეგ საოცარი რეაქცია გამოავლინა. თავის მხრივ, გაგრასაც ჰქონდა მწვავე შეტევები.

სატურნირო ცხრილი:

4.დინამო (თბ) 30 15 9 6 50-32 54

2.დინამო (ბთ) 29 15 8 6 50-37 53

3.იბერია 29 16 4 9 42-31 52

4.რუსთავი 30 15 7 8 36-26 52

5.დილა 29 12 4 13 39-35 40

6.სამგურალი 29 11 5 13 43-52 38

7.ტორპედო 29 9 10 10 46-38 37

8.გაგრა 30 6 12 12 26-43 30

9.სპაერი 30 5 12 13 38-49 27

10.მეშახტე 29 2 11 16 21-48 17

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი