გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

გაგრა საქართველოს თასის ფინალში მესამედ გავიდა

გააზიარეთ

საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც გაგრამ რუსთავს აჯობა და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს.

გაგრა-რუსთავი 2:1

თბილისი. პეტრო არენა

1:0 ნაზაროვი (14); 2:0 ვალდერსონი (30პ); 2:1 პარკაძე (84)

გაგრელებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მიიღეს: მე-14 წუთზე ვანდერსონ სილვამ ჩააწოდა, ბურთი იაზლი ნაზაროვამდე მივიდა და მანაც თავით შეაგდო; 30-ე წუთზე კი, თავად ვანდერსონ სილვამ გაიტანა – რუსთაველთა კარში პენალტი დაინიშნა და ბრაზილიელმაც ანგარიშში სხვაონა ორამდე გაზარდა.

თითქოს გაგრა ფინალში მარტივად უნდა გასულიყო, მაგრამ ბოლოსკენ მდგომარეობა დაიძაბა: მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ნაზაროვი ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს და გაგრა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. რუსთავმა მალვე ლუკა პარკაძის გოლით სხვაობა შეამცირა. თუმცა, დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და ფინალშიც გაგრა გავიდა.

28 ოქტომბერს, მეორე ნახევარფინალია ჩანიშნული – დინამო ბათუმი შინ გორის დილას დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი