გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ლევან კორღალიძე: ქომაგობა დაგვაკლდა

გააზიარეთ

ქართულმა კლუბმა ისტორიაში პირველად ევროტურნირის ძირითად ბადეში პირველი ქულა მოიპოვა – იბერია შინ შვედურ მიალბიუს დაუზავდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ისაუბრა.

ლევან კორღალიძე:

„გულდასაწყვეტი ფრეა. თითქმის ბოლო წუთამდე ვიგებდით. სამწუხაროდ, უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ვიბრძოლეთ და მომენტები შევქმენით. როგორც ვიცი, ამ ერთმა ქულამ საქართველოს ევროტურნირებზე მეოთხე გუნდი დაუბრუნა, რაც ძალიან მახარებს. მადლობა ყველა ქომაგს, ვინც გულწრფელად გვგულშემატკივრობდა.

გატანილი გოლის შემდეგ შეტევა ვეღარ შევძელით. ჩემი დავალება არ იყო დაცვაში ჩავმდგარიყავით. მიალბი კარგი გუნდია, ბოლო წუთებზე პირველ ნომრად ვერ ვითამაშებდით. საწყენია, რომ ბოლოს გოლი გავუშვით.

სიმართლე გითხრათ, გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ქულით მოხარული არ ვარ. ვახსენე, რა იყო დადებითი და რა იყო უარყოფითი. სახლში რომ წავალ, ამ ქულით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები. შემდეგ თამაშებიც გეგმა უცვლელი იქნება. გავიდეთ, ვიბრძოლოთ და საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ცხადია, ქომაგს მეტი უნდა და მეც მინდა, რომ უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, უფრო აგრესიულები ვიყოთ. ამას დრო სჭირდება და ასეთ მეტოქეებთან ნელ-ნელა დავლაგდებით. მეტოქემ რისი საშუალებაც მოგვცა, ისე ვითამაშეთ. 1:0-ს როცა ვიგებდით, სწორედ მაშინ დამაკლდა ქომაგობა. ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, ევროტურნირზე ვართ და მაქსიმუმს ვცდილობ. მოვუწოდებ ქომაგებს, რომ შემდეგ თამაშებზე მაინც მოვიდნენ.

შემდეგი მატჩი იბერია 5 ნოემბერს, სტუმრად, კოპენჰაგენთან ელოდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები