გამოგვიწერეთ

ნაკრები

ხმაურიანი სკანდალი ქართულ რაგბიში

გააზიარეთ

სკანდალი ქართულ რაგბიში – WADA-მ საქართველოს ნაკრებში დოპინგ-ტესტების გაყალბების სქემა გამოავლინა. მსოფლიო რაგბისა (World Rugby) და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივმა გამოძიებამ, რომელსაც “ოპერაცია ობსიდიანი” (Operation Obsidian) ეწოდა, ქართულ რაგბიში უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევები დაადასტურა.

მმართველი ორგანოს განცხადებაში ნათქვამია:

„მსოფლიო რაგბი ადასტურებს, რომ მსოფლიო რაგბისა და WADA-ს მიერ ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევები (ADRVs) საქართველოს ნაკრების ექვსი მოთამაშისა და დამხმარე პერსონალის ერთი წევრის მიმართ. ეს დადასტურება WADA-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ საჯარო განახლებას მოჰყვა.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო რაგბის სპორტსმენთა პასპორტების მართვის პროგრამამ შარდის ნიმუშებში დარღვევები გამოავლინა, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში გასამართ რაგბის მსოფლიო თასამდე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მსოფლიო რაგბიმ დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ WADA-ს და ორივე ორგანომ მჭიდროდ ითანამშრომლა კომპლექსური და ვრცელი პარალელური გამოძიებების დროს, რომლებიც მოიცავდა მოთამაშეთა მიზნობრივ ტესტირებას და დნმ-ის ანალიზს მსოფლიო რაგბის მიერ, მათ შორის იმ ნიმუშებზე, რომლებიც მსოფლიო რაგბის გრძელვადიანი შენახვის პროგრამის მეშვეობით იყო შენახული.

ექვს მორაგბესა და გუნდის დამხმარე პერსონალის ერთ წევრს (ექიმი) ბრალი წაუყენეს და სანქციები დააკისრეს ნიმუშის შეცვლის ორგანიზებულ სქემასთან დაკავშირებით.

მსოფლიო რაგბის ანტიდოპინგური წესების შესაბამისად, WADA-ს საჯარო განახლებების, მათ შორის, საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დაკავშირებული პარალელური გამოძიების აღნიშვნის მიუხედავად, საერთაშორისო ფედერაცია ამჟამად ვერ გააკეთებს რაიმე დამატებით კომენტარს სრული დისციპლინური პროცესის დასრულებამდე და სანქციების გამოქვეყნებამდე.

მსოფლიო რაგბი ანტიდოპინგურ საკითხებს უკიდურესად სერიოზულად ეკიდება და სუფთა სპორტის ურყევი დამცველია“.

ვიტოლდ ბანკა, WADA-ს პრეზიდენტი:

„რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია! ეს ფაქტი შოკისმომგვრელი იქნება როგორც ქართული სპორტისთვის და მთავრობისთვის, ისე გლობალურად რაგბის სამყაროსთვის. ეს ამბის დასასრული არ არის, ქართულ სპორტში გამოძიება კიდევ უფრო ღრმად გაგრძელდება.

მინდა მადლობა გადავუხადო WADA-ს დამოუკიდებელ სადაზვერვო და საგამოძიებო გუნდს მათი გულმოდგინებისა და ექსპერტიზისთვის, რაც მათ ამ ოპერაციის დაუღალავად, მონდომებითა და პროფესიონალიზმით განხორციელებაში დაეხმარნენ. ასევე, ვაფასებ „მსოფლიო რაგბის“ ერთგულებას ფაქტების გამოვლენის მიმართ და მის მზაობას, WADA-სთან თანამშრომლობით იმუშაოს რაგბისთვის ამ ძლიერი შედეგის მისაღწევად“.

ეს არ არის ამბის დასასრული, რადგან ქართული სპორტის შესახებ შემდგომი გამოძიება ახლა უფრო ღრმად მიმდინარეობს. WADA-მ ოპერაცია „ობსიდიანის“ დასკვნები საქართველოს მთავრობას აცნობა, რათა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში არსებული პრობლემები გადაიჭრას.

ისტორიაში საგანგაშო ისიც არის, რომ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები მორაგბეებს ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ.

სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძეა, ვინაც ჯერ კიდევ გასულ წელს საჯაროდ აღიარა, რომ თანაგუნდელებს საკუთარ „სუფთა“ ნიმუშებს აძლევდა, რის გამოც ექვსწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები