გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ფინალისთვის 35 მორაგბით ემზადება

გააზიარეთ

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის, შევარდენის ბაზაზე 35 ბორჯღალოსანი ემზადება. სატიტულო მატჩს საქართველო 15 მარტს ესპანეთში, მადრიდში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

ნახევარფინალში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, გუნდმა ერთი დღე აღდგენას დაუთმო, სამშაბათიდან კი, ინტენსიური ვარჯიშები განაახლა.

გაფართოებულ შემადგენლობას ტრავმის გამო დაჩი პაპუნაშვილი გამოაკლდა; დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ლუკა ივანიშვილს; გელა აფრასიძე კვლავ გუნდთან ერთად კი რჩება, მაგრამ ტვინის შერყევის მიღების შემდეგ, ჯერ კიდევ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე, ლუკა გოგინავა, მამუკა მსტოიანი; ვანო კარკაძე, ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა ნიორაძე; ალექსანდრე ქუნთელია, გიორგი მელიქიძე, ბაჩუკი ჭუმბაძე;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, დავით ლაგვილავა, გიორგი ჯავახია, გაგი მარგველაშვილი;

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ შიოშვილი;

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია, თენგიზ პერანიძე; ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, ლუკა ცირეკიძე;

ცენტრი: გიორგი კვესელაძე, გიორგი შველიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე;

ფრთა: აკაკი ტაბუცაძე;

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი, ოთარ მეტრეველი.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები