გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ჯოვინო ფლამარიონი გონიოში გადმოდის?

გააზიარეთ

ფეხბურთის გულშემატკივრებმა შესაძლოა მალე ახალი სენსაცია იხილონ – ჯოვინო ფლამარიონი გონიოში? ამის მინიშნება კლუბის პრეზიდენტის, დავით დოლიძის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა გააკეთა.

დოლიძემ ფეისბუქ სთორიში გააზიარა ფოტო, სადაც ბრაზილიელ შემტევთან საუბარია აღბეჭდილი, თანდართულ ტექსტში კი საინტერესო კითხვა დასვა:

„რაღაცას გეუბნებოდით ხო? ისურვებდით ჯოვინოს გონიოში?“ – დაწერა დავით დოლიძემ.

ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ბრაზილიელმა ფორვარდმა კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბათუმის დინამოში გაატარა, სადაც 2016, 2017, 2020 და 2021 წლებში თამაშობდა და არაერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

28 წლის ფეხბურთელის კარიერაში ასევე ფიგურირებს რუსული როტორი, ფრანგული ვალენსიენი და ბრაზილიური გრანდის, პალმეირასის 20-წლამდელთა გუნდი.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფება თუ არა ფლამარიონი ოფიციალურ მოლაპარაკებებზე, თუმცა პრეზიდენტის მიერ გავრცელებული მინიშნება გულშემატკივარში გარკვეულ მოლოდინებს უკვე აჩენს.

ცნობისთვის, ფლამარიონი ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის რიგებში ირიცხება.

აქვე გეტყვით, რომ გონიო საქართველოს რანგით მეორე ლიგაში გამოდის.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი