გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

შუსტერმა ტორპედოს ხარისხი მოიწონა

გააზიარეთ

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასისთან მატჩებისთვის ემზადება.

კლუბის სოციალურ გვერდზე მზადების პროცესზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და ახალწვეულმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ისაუბრეს.

დირკ შუსტერი:

„ორდაბასისთან მატჩისთვის მზადების აქტიურ პროცესში ვართ, ტრანსფერების შემდეგ გუნდში ხარისხმა იმატა, კონკურენცია გაიზარდა, ეს კი, გუნდს უკეთეს ხდის. შესაბამისად, დღეს გუნდში არსებული ატმოსფეროთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ორდაბასისთან მატჩები ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ამიტომ თითოეული ადამიანის მხარდაჭერა დაგვჭირდება. კარგი სტადიონი გვაქვს, კარგი მოედნის საფარით და გულშემატკივარიც შესანიშნავია, რომლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ“.

ვლადიმერ მამუჩაშვილი:

„იბერიასთან გამარჯვების შემდეგ გუნდში უკეთესი განწყობაა. ორდაბასისთვის ვემზადებით, პირველი მატჩი შინ გვაქვს და გამარჯვებას ვეცდებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი ადაპტაციის პროცესი სრულად არ დამთარებულა, თუმცა გუნდში აბსოლუტურად ყველამ კარგად მიმიღო და ვეცდები, ყოველ თამაშზე მოვუმატო. გულშემატკივარს ყოველთვის დიდი როლი აქვს, რადგან ისინი დამატებით ენერგიას გვაძლევენ. იმედია, მოვლენ, გაგვამხნევებენ, ჩვენც ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ“.

ტორპედო-ორდაბასის მატჩი 10 ივლისს ქუთაისში 20:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები