გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო შესაფერის დროს მიიღებს – რაიაკოვიჩი კმაყოფილია

გააზიარეთ

სულ მალე ნბა-ს ახალი სეზონი აიღებს სტარტს, ჩვენი ინტერესი კი სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძისკენ იქნება მიპყრობილი.

გეცოდინებათ, მამუკელაშვილმა გუნდი შეიცვალა და ახალ რეგულარულში ტორონტო რუფტორსის ღირსებას დაიცავს. კანადელთა სერბი მთავარი მწვრთნელი დარკო რაიაკოვიჩი შენაძენით კმაყოფილია და ქართველი კალათბურთელისაც ეიმედება.

„სანდრო მამუკელაშვილის თამაშს ევრობასკეტზე ყურადღებით ვაკვირდებოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მისი მოყვანა ჩვენი გუნდისთვის სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მას შეუძლია ყველასთვის კონკურენტუნარიანი იყოს. პარკეტზე უმეტეს შემთხვევებში მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

სანდროს სხვა გუნდებში შესაფერისი დრო არ ეძლეოდა, ჩვენთან კი მას აუცილებლად მიიღებს. ნიშანდობლივი ფაქტი იყო, რომ ევრობასკეტზე მას თავის პოზიციაზე არ უთამაშია, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა და არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია.

სანდრო სწორედ ამით გამოირჩევა. მას თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ ის გუნდისთვის ნაყოფიერი იქნება. რაც მთავარია, ტორონტოში მოსვლით თავადაც ბედნიერია“ – აღნიშნავს ტორონტო რუფტორსის დამრიგებელი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი