გამოგვიწერეთ

ხელბურთი

18 წლამდე ნაკრებმა მაკედონიაში მეორე მატჩიც მოიგო

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს გადის, მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და იქაური სუპერლიგის გუნდი აეროდრომი 34:25 დაამარცხა.

ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი კაპანაძე, რომელმაც ექვსი ბურთი გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს სანდრო ბოჟაძემ და საბა ბუიღლიშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და გოლების სტატისტიკა:

თორნიკე გაგუა, დიმიტრი თორია (2), სანდრო ბოჟაძე (5), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), ალექსანდრე შიოშვილი (3), საბა ფუტკარაძე (3), გიორგი კაპანაძე (6), საბა შუბაშიშვილი (3),  ნიკოლოზ მამულაშვილი (4), საბა ბუიღლიშვილი (5), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა დიასამიძე, გიორგი კენჭაძე, დავით ხელისუფალი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, შოთა თევზაძის ხელმძღვანელობით, მანამდე პროლეტი დაამარცხა – 30:27.

საქართველოს ნაკრები მესამე ამხანაგურ შეხვედრას ალკალოიდთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი