გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

19 წლის ქართველი PRO D2-ს ჩემპიონში

გააზიარეთ

ლევან ეზიეშვილი მომავალ სეზონში მონტობანის შემადგენლობაში ითამაშებს. 19 წლის ქართველ ბურჯსა და PRO D2-ის ჩემპიონს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციას სარაგბო პლატფორმა Freerugby ავრცელებს.

ეზიეშვილი სარაგბო კლუბ ხვამლის აღზრდილია და 16 წლის ასაკში ფრანგული კლერმონის აკადემიაში მოხვდა. ახლა კი, მან კარიერაში პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, მონტობანმა PRO D2-ს ფინალში გრენობლი დაამარცხა და მომავალ წელს TOP 14-ში თამაშის უფლება მოიპოვა. მონტობანის ღირსებას – ლუკა აზარიაშვილი, მირიან ბურდული, ბადრი ალხაზაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე იცავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები