
„თბილისი არენას“, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს საკალათბურთო და სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს, ორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის – ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა. ამიერიდან დარბაზის სახელი ოფიციალურად „ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე“ იქნება. სიმბოლურ ცერემონიაზე, დარბაზი შვილებმა, ნოდარ ქორქიამ და კოკა ჯორჯიკიამ გახსნეს.
გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქართული კალათბურთის ისტორიისთვის.
ოთარ ქორქია – მრავალგზის ევროპის ჩემპიონი; ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი; მოგვიანებით კი, ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული მწვრთნელის რანგში;
ნოდარ ჯორჯიკია – ევროპის ჩემპიონი; საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი; არაერთი სახელმწიფო ჯილდოს კავალერი.
ორივე მათგანი ქართული სპორტის გამორჩეული წარმომადგენელია, რომელთა ღვაწლი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო მემკვიდრეობისა.
ოთარ ქორქია
ევროპის ჩემპიონი: 1947, 1951, 1953;
ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის დინამოს მწვრთნელის რანგში – 1962;
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 1952 (ჰელსინკი);
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1950, 1953, 1954;
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1949, 1950;
საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი – 1950;
მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი – 1949, 1951;
საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი 1953-55;
საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998);
საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი – 1967;
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და ღირსების ორდენით;
ნოდარ ჯორჯიკია
ევროპის ჩემპიონი – 1947;
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1944, 1946, 1950, 1953, 1954;
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1950, 1951;
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი 1952;
მსოფლიო სტუდენტური თამაშების ოქროს მედალი – 1949;
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი;
წითელი ვარსკვლავის ორდენის მფლობელი;
საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი;
საქართველო ღირსების ორდენის კავალერი – 1996;
საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი;
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 2 საათის agoგიორგი მიქაუტაძის საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე
გააზიარეთუეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 2 საათის agoრეალმა ჩემპიონთა ლიგა წარმატებით დაიწყო
გააზიარეთმადრიდის რეალმა უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება წარმატებით დაიწყო. ჟოზე მაურინიოს გუნდმა ,,სანტიაგო ბერნაბეუს”...
ავტორი Giorgig -
ლეგიონერები
/ 6 საათის agoგიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაშია
გააზიარეთუეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაშია. ესპანური კლუბი სტუმრად,...
ავტორი Giorgig