გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერი შეიცვალა

გააზიარეთ

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. რუსთავმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა 58 ქულით და სპაერს სამი ქულით უსწრებს.

28 ტურის გახსნით შეხვედრაში რუსთავმა საკუთარ მოედანზე სამტრედია დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მე-19 წუთზე ანგარიში ჟან სოუზა დე ალმეიდამ გახსნა, 27-ე წუთზე უპირატესობა კახაბერ კაკაშვილმა გააორმაგა, ხოლო 65-ე წუთზე სწორედ კაკაშვილმა დუბლი შეასრულა. ამ გამარჯვებით რუსთაველები 58 ქულით გალიდერდნენ და სპაერს სამი ქულით გადაასწრეს.

დინამო 2-მა 2:0 დაამარცხა იბერია 1999-2. გოლები მიხეილ საჯაიამ (50′) და ლევან ნაჭყებიამ (60′) გაიტანეს.

ტყიბულის მეშახტემ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია თბილისის ლოკომოტივს. გამარჯვების გოლი დიმიტრი ღურწკაიამ პენალტიდან გაიტანა.

ტურის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ შეხვედრაში სპაერი საკუთარ მოედანზე გონიოსთან 1:2 დამარცხდა. 28-ე წუთზე სპაერი საბა გეგიაძის გოლით დაწინაურდა, თუმცა 53-ე წუთზე გუნდი 10 კაცით დარჩა — გიგი წურწუმიამ ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ გონიომ მატჩი შემოატრიალა: 74-ე წუთზე დავით სამსონიძემ გაათანაბრა, ხოლო 79-ე წუთზე მაიკლ ტვიკენჰემიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ბოლნისის სიონმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მარტვილის მერანი. გამარჯვების გოლი გიორგი ცირდავამ გაიტანა, საგოლე გადაცემა კი დათა სიჭინავამ მიითვალა.

ეროვნული ლიგა 2-ს სატურნირო ცხრილი 28 ტურის შემდეგ ასე გამოიყურება: 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი