გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მესის და ნეიმარს უსწრებდა – როგორ იპოვა ძაკარდომ კვრაცხელია?

გააზიარეთ

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო, რომელიც დღეს ფეხბურთის აგენტად მუშაობს და მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს, Gazzetta dello Sport-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს.

ძაკარდო სწორედ ის ადამიანია, ვინც ნაპოლიში კვარას ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი შუამავალი იყო. შემდეგ ის არაერთ ქართველ ფეხბურთელთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის ზურიკო დავითაშვილთან, გიორგი წიტაიშვილთან და გიორგი აბუაშვილთან, რომელთა ტრანსფერებიც სენტ-ეტიენში, გრანადასა და მეცში განხორციელდა.

იტალიელმა გაიხსენა, როგორ მიაქცია ყურადღება კვარაცხელიას ჯერ კიდევ 2020 წელს:

„მაშინ სკაუტის ერთ-ერთ პროგრამას ვიყენებდი და სწორედ იქ დავინახე, რომ ხვიჩა იყო ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა — მესისა და ნეიმარსაც კი უსწრებდა ამ მაჩვენებლით. ამან მაშინვე გამაკვირვა. 2021 წლის თებერვალში უკვე მის გარემოცვას შევხვდი. მოგვიანებით დე ლაურენტისმა მთხოვა, ორი ისეთი მოთამაშე მეპოვნა, რომელსაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო. მე დავასახელე მოისეს კაისედო და ხვიჩა კვარაცხელია. საბოლოოდ მათ ხვიჩა აირჩიეს და როგორც ხედავთ, ეს გადაწყვეტილება იდეალური გამოდგა,“ — აღნიშნა ძაკარდომ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები