გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

EXCLUSIVE: კიდევ ერთი ქართველი ტულონში

გააზიარეთ

კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთის TOP 14-ში. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 წლის ნიკოლოზ ნარმანია კარიერას ტულონში გააგრძელებს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კლუბმა ნარმანიას წარმომადგენლებს შეთავაზება უკვე გაუგზავნა და  მხარეებს შორის ოფიციალური კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ნარმანია სარაგბო კლუბ არმაზის აღზრდილია. 2020-2024 წლებში იგი ფრანგული კარკასონის ღირსებას იცავდა. გასული სეზონი კი, ბიარიცში გაატარა და 12 შეხვედრაში (422 წუთი) მიიღო მონაწილეობა.

ტულონის ღირსებას სამი ქართველი მორაგბე იცავს: ბექა გიგაშვილი, დავით მჭედლიძე და მიხეილ შიოშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები